უფასო მიწოდება 150 ₾-დან

დაბრუნება და გაცვლა

ნივთის დაბრუნება შეგიძლია 14 დღეში, მიზეზის ახსნის გარეშე. ვადა იწყება იმ დღიდან, როცა ნივთს მიიღებ.

როგორ დავაბრუნო

  1. 14 დღეში გვითხარი: დაგვირეკე, მოგვწერე WhatsApp-ზე ან ელფოსტაზე. შეგიძლია ქვემოთ მოცემული ფორმა გამოიყენო.

  2. ნივთი გამოგზავნე ან მოიტანე 7 დღეში მას შემდეგ, რაც გვითხარი.

  3. თანხას დაგიბრუნებთ 14 დღეში, მიწოდების ღირებულების ჩათვლით. შეიძლება მოვიცადოთ, სანამ ნივთს მივიღებთ ან გამოგზავნის დასტურს ვნახავთ.

ვინ რას იხდის

  • თუ უბრალოდ გადაიფიქრე, ნივთის უკან გამოგზავნის ხარჯს შენ იხდი.
  • თუ ნივთი დაზიანებული, წუნიანი ან სხვა მოვიდა, ყველა ხარჯს ჩვენ ვიხდით.

ნივთის მდგომარეობა

  • ნივთის გახსნა და დათვალიერება შეგიძლია, როგორც მაღაზიაში.
  • თუ ნივთი ამაზე მეტად გამოიყენე (მაგ. LEGO ააწყე ან ნივთი დაზიანდა), თანხიდან შეიძლება დაკარგული ღირებულება გამოვაკლოთ.

თანხის დაბრუნება

  • თანხას დაგიბრუნებთ იმავე გზით, რითაც გადაიხადე. სხვა გზით (მაგ. ბანკის ანგარიშზე) მხოლოდ შენი თანხმობით.

გაცვლა

  • სხვა ნივთი გინდა? დაგვიკავშირდი და შევათანხმებთ. კონტაქტი

წუნიანი ნივთი

  • თუ ნივთს წუნი აღმოაჩნდა, მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში შეგიძლია მოითხოვო უფასო შეკეთება ან შეცვლა.
  • თუ ეს შეუძლებელია, შეგიძლია მოითხოვო ფასის შემცირება ან თანხის დაბრუნება.

დაბრუნების ფორმა

დააკოპირე, შეავსე და გამოგვიგზავნე: info@boxbox.ge ან WhatsApp.

ვის: BOX BOX, info@boxbox.ge
ვაცხადებ, რომ უარს ვამბობ ამ ნივთის ყიდვაზე:
ნივთი:
შეკვეთის ნომერი: BB-
მიღების თარიღი:
სახელი და გვარი:
მისამართი:
თარიღი:

ეს წესები ეყრდნობა საქართველოს კანონს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“.