უფასო მიწოდება 150 ₾-დან

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 17 ნოემბერი, 2026

აქ მარტივად წერია, რა მონაცემებს ინახავს BOX BOX-ის საიტი (მაღაზია, თამაში და კარტინგის აპი) და რისთვის.

რა მონაცემებს ვინახავთ

  • ანგარიში: ელფოსტა, სახელი, გვარი და პაროლი დაშიფრული სახით. თვითონ პაროლს ჩვენ ვერ ვხედავთ.
  • Google-ით შესვლა: Google გვაწვდის შენს სახელს, გვარს, ელფოსტას და Google-ანგარიშის ნომერს. Google-ის პაროლს და სხვა მონაცემებს არ ვიღებთ.
  • საიდან მოხვედი: თუ საიტზე რეკლამის ან პოსტის ბმულით შემოხვედი (მაგ. Instagram), რეგისტრაციისას ანგარიშთან ვინახავთ ბმულის ნიშანს: წყაროს და კამპანიის სახელს. ასე ვიცით, რომელი რეკლამა მუშაობს.
  • სიახლეები ელფოსტით: თუ ამაზე თანხმობა მოგვეცი, ვინახავთ თანხმობის დროს, და თუ გამოიხმობ, გამოხმობის დროსაც.
  • თამაში: შენი შედეგები (დრო და მცდელობები). ლიდერბორდში სხვები ხედავენ მხოლოდ შენს სახელს. საცდელ დაფაზე, ანგარიშის გარეშე, შედეგს არ ვინახავთ: ვითვლით მხოლოდ, დღეში რამდენმა ითამაშა, ყოველგვარი პირადი მონაცემის გარეშე.
  • შეკვეთა: სახელი, გვარი, ტელეფონი, ელფოსტა, მიწოდების მისამართი და კომენტარი, შეკვეთილი პროდუქტები და ჯამი. ანგარიშით შესულის შეკვეთა მის ანგარიშს უკავშირდება.
  • კარტინგის აპი: ჩანაწერები, რომლებსაც თვითონ ატვირთავ. ესაა GPS მდებარეობა და მოძრაობის სენსორების მონაცემები ჩაწერის დროს, ტრასის სახელი და ტელეფონის ტიპი. შენს ჩანაწერებს მხოლოდ შენ ხედავ.
  • ტექნიკური ჩანაწერები: სერვერი მოკლე ხნით ინახავს მოთხოვნების ჟურნალს (IP მისამართი და დრო), რომ გაუმართაობა ვიპოვოთ.
  • კალათა და სურვილების სია ინახება მხოლოდ შენს ბრაუზერში, სანამ შეკვეთას არ გააფორმებ.

რისთვის ვიყენებთ

  • რომ ანგარიშში შეხვიდე და ერთი ანგარიში მუშაობდეს საიტზე, თამაშში და კარტინგის აპში.
  • რომ თამაშის შედეგები და კარტინგის ჩანაწერები შენს ანგარიშზე შეინახოს.
  • რომ შეკვეთა დაგიდასტუროთ, მოგიტანოთ და საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
  • სიახლეებს და ფასდაკლებებს ელფოსტით გიგზავნით მხოლოდ შენი თანხმობით (რეგისტრაციისას ცალკე მონიშვნა, ან პროფილში). თანხმობის გამოხმობა პროფილში ნებისმიერ დროს შეიძლება, უფასოდ.
  • მონაცემებს არავის ვყიდით და სხვის რეკლამაში არ ვიყენებთ.

Cookie და ბრაუზერის მეხსიერება

  • ვიყენებთ ერთ cookie-ს. მისი საშუალებით საიტი და კარტინგის აპი ცნობენ, რომ შესული ხარ.
  • ბრაუზერის მეხსიერებაში ინახება შესვლის მონაცემები, კალათა, სურვილების სია და აპის პარამეტრები. თუ საიტზე რეკლამის ან პოსტის ბმულით შემოხვედი, 30 დღით იქვე ინახება ბმულის ნიშანიც (მაგ. „instagram“).
  • სარეკლამო cookie-ებს და სხვის სტატისტიკის სისტემებს (მაგ. Google Analytics, Meta Pixel) არ ვიყენებთ.

ვის გადაეცემა მონაცემები

  • Google: მხოლოდ მაშინ, როცა Google-ით შესვლას ირჩევ. ამ დროს Google-მა იცის, რომ ამ საიტზე შეხვედი.
  • რუკის სერვისები (Esri და OpenStreetMap): კარტინგის აპში რუკის გახსნისას ისინი ხედავენ შენს IP მისამართს და რუკის იმ ნაწილს, რომელსაც უყურებ.
  • მიწოდება: კურიერს გადავცემთ მხოლოდ იმას, რაც მიტანას სჭირდება (სახელს, ტელეფონს და მისამართს).
  • სერვერი: მონაცემები ინახება დაქირავებულ სერვერზე ევროკავშირში (ფინეთი).

რამდენ ხანს ვინახავთ

  • სანამ ანგარიში გაქვს. ანგარიშის წაშლისას მონაცემებიც იშლება.
  • შეკვეთები ინახება მაღაზიის აღრიცხვისთვის, ანგარიშის წაშლის მერეც. ამ დროს შეკვეთასა და ანგარიშს შორის კავშირი იშლება.

შენი უფლებები

  • სახელის, გვარის და პაროლის შეცვლა შეგიძლია პროფილში.
  • სიახლეების მიღების გამორთვა: პროფილში, ან მოგვწერე: hello@boxbox.ge
  • მონაცემების ასლის მისაღებად ან ანგარიშის წასაშლელად მოგვწერე: hello@boxbox.ge