კარტინგი
შენი წრე რუკაზე და რიცხვებში
ტელეფონი ჯიბეში, შენ ტრასაზე. აპი იწერს GPS-ს და მოძრაობის სენსორებს, მერე კი გაჩვენებს ტრაექტორიას, წრის დროებს და სად კარგავ წამებს.
აპის გახსნაჩანაწერების ასატვირთად შედი BOX BOX-ის ანგარიშით. იგივე ანგარიში მუშაობს მაღაზიაში და თამაშში.
რას აკეთებს
ჩაწერა ერთი ღილაკით
GPS და მოძრაობის სენსორები იწერება პირდაპირ ტელეფონში. ტრასაზე ინტერნეტი არ გჭირდება.
წრეები ავტომატურად
სტარტ-ფინიშის ხაზს აპი თვითონ პოულობს და თითო წრის დროს ითვლის.
ტრაექტორია რუკაზე
სატელიტურ რუკაზე ხედავ შენს ხაზს სიჩქარის, დამუხრუჭების და აჩქარების მიხედვით.
დელტა წრეებს შორის
შეადარე ორი წრე და ნახე, რომელ მოსახვევში იგებ ან კარგავ დროს.
როგორ მუშაობს
- 1
გახსენი აპი ტელეფონზე და დაამატე მთავარ ეკრანზე.
- 2
ტრასაზე დააჭირე Start-ს და ჩაიდე ტელეფონი ჯიბეში.
- 3
რბოლის მერე ნახე წრეები და ტრაექტორია რუკაზე.